The logo of PK TV

PK TV live stream

About PK TV

PK TV serves as a vital platform for the global Georgian community and offers a rich tapestry of programming that spans a wide range of interests, and provides a rich and diverse selection of captivating programs and content.

ტელეკომპანია PKTV-ის  ფიცი:

„შეგნებული მაქვს რა მედია სფეროში, კერძოდ, ტელევიზია PKTV-ში ჩემზე დაკისრებული პასუხისმგებლობა, ვაცხადებ, ერთგულად ვემსახურო ტელევიზიას, დავიცვა კონსტიტუცია და კანონები, მათ შორის, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, ჩემი საქმიანობა წარვმართო ჟურნალისტური ეთიკის წესების სრული დაცვით, პატივი ვცე ტელევიზიის თანამშრომლებისა და აუდიტორიის უფლებებსა და თავისუფლებებს, კეთილსინდისიერად აღვასრულო ჩემი მოვალეობანი ტელეკომპანიის, სახელმწიფოსა და უფლის წინაშე“.

მოგესალმებით ტელეკომპანია PKTV-ის სახელით,

ტელეკომპანია PKTV (იგივე pres-cavcasia.ge), დამფუძნებელი და მთ. რედაქტორი ქეთევან (ქეთი) სესიაშვილი, რომელიც ჩამოყალიბებულია ა(ა)იპ ‘’ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის’’ (საიდ. კოდი: 404470899) , პრეზიდენტი ქეთევან (ქეთი) სესიაშვილი, უკვე თითქმის წელიწადია,  თქვენი კორპორატიული აბონენტები ვართ და მინდა უკეთ გაგაცნოთ ჩვენი თავი.

 დასაწყისში, გთხოვთ, შეხვიდეთ ჩვენს ვებ-საიტზე http://pktv.ge/index.php  და ნახოთ ჩვენი საპილოტე გადაცემები.

ტელეკომპანია PKTV-მ 2016 წლის 16 თებერვალს გაიარა ავტორიზაცია საქართველოს ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში და მიიღო უფლება, 2016 წლის 01 აპრილიდან გავიდეს პირდაპირ ეთერში სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე, საკაბელო ოპერატორებითა და ინტერნეტ-მაუწყებლით.

 ტელეკომპანია PKTV-თან ჩამოყალიბებულია საბავშვო ტელე-სტუდია ‘’ცისკარა’’, სადაც 7-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები ეუფლებიან ჟურნალისტისა და მსახიობის ოსტატობას, სწავლობენ როგორც სატელევიზიო, ასე ბეჭდური მედიის ჟურნალისტიკას. ასევე, სამსახიობო ხელოვნებას. შეგიძლიათ მათი გადაცემები (საპილოტე) იხილოთ ჩვენს ვებ-საიტზე  http://pktv.ge/index.php?action=cat&cat_id=32, ხოლო ‘’ცისკარას“ საინფორმაციო გამოშვებების საპილოტე ვარიანტები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ვებ-საიტის ბმულზე http://pktv.ge/index.php?action=cat&cat_id=70 .

 PKTV.GE არის დემოკრატიული პრინციპებიდან ამოსული ტელევიზია, ყველა ასაკის და საერთოდ, ნებისმიერი მაყურებლისთვის. ძირითადად ქართულ და რუსულენოვანი, რაც ხელს შეუწყობს სატელევიზიო ბადის მრავალფეროვნებას, ანუ მასალების გაშუქებას ნებისმიერ სფეროში. ეს იქნება პოლიტიკურ-შემეცნებითი ტელევიზია, თავისი ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვებებით ქართულ, რუსულ, ინგლისურ და აზერბაიჯანულ ენებზე, კვირაში ერთხელ, ანალიტიკური-საინფორმაციო პროგრამით, ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ ქართულ და რუსულ ენებზე, კვირის შემაჯამებელი გადაცემით, კვირის სოციალურ-პოლიტიკური მიმოხილვა სახელწოდებით: ‘’ჰოპლა, ჩვენ კიდევ ვცოცხლობთ!“, პოლიტიკური თოქ-შოუებით (‘’დარბაზი’’), დისკუსიებით, დებატებით, ანალიტიკური პროგრამებით, სპორტული გადაცემებით და საერთოდ, ყველა ჟანრში მომუშავე. გარკვეული დრო დაეთმობა სატირულ-იუმორისტულ გადაცემებსაც, სახელწოდებით, ‘’მთავარ-შოუ“ და „PK-კლუბი“. PKTV-ზე ასევე იხილავთ გადაცემას: ‘’ PKTV-ს სამზარეულო ომართან ერთად“. PKTV-ს აუცილებლად ექნება ახალგაზრდული პროგრამების რედაქცია ‘’ქაოს-ექსპრესი’’, რომელიც აუცილებლად იქნება დატვირთული ღირებული შემეცნებითი გადაცემებით, იმ თემებითა და აქტუალური პრობლემებით, რომელიც ახალგაზრდობისთვის საკმაოდ აქტუალური და საინტერესოა. ასევე საფეხბუთო გადაცემათა ბადე მეტად ორიგინალურად და საინტერესოდ, განსხვავებულად წარმოდგენილი. უკვე შედგენილი გვაქვს ამის კონცეფცია. ჩვენ გვაქვს ახალგაზრდული ტოქ-შოუ სახელწოდებით ‘’თაობათა ცვლა“ ქეთი ბებიავასთან ერთად“, შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი საპილოტე გადაცემები ამ რუბრიკაში, მაგ: თუნდაც ამ ლინკებზე: http://pktv.ge/index.php?action=full_news&id=3585 , http://pktv.ge/index.php?action=full_news&id=3657 , ასევე გვაქვს საბავშვო ტელევიზია ‘’ცისკარას“ გადაცემა რუბრიკით ‘’ვირტუალური ინტერვიუები: მე-ჟურნალისტი, მე-რესპონდენტი“ . და ა.შ.

PKTV -ის გავრცელების გეოგრაფიული არეალი  საქართველოს მთელი ტერიტორია იქნება.

კომპანია სამომავლოდ მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიების გამოყენებასაც აპირებს.

 PKTV -ს აქვს ახალგაზრდული პროგრამების რედაქციაც ‘’ქაოს-ექსპრესი’’, რომელიც ასევე, ძირითადი მიმართულებით ჟურნალისტური გამოძიებისაა, თუმცა, აუცილებლად იქნება დატვირთული ღირებული შემეცნებითი გადაცემებით, იმ თემებითა და აქტუალური პრობლემებით, რომელიც ახალგაზრდობისთვის საკმაოდ აქტუალური და საინტერესოა.

PKTV-თან არსებობს და უკვე გვაქვს საპილოტე გადაცემებიც, საბავშვო ტელე-სტუდია ‘’ცისკარა’’, ყველა საინტერესო და ღირებული პროგრამებით, იმ თემებითა და აქტუალური საკითხებით, რომელიც ბავშვებს და არა მარტო მათ აღელვებთ და აინტერესებთ. ‘’ცისკარას’’ აქვს ყველა ჟანრის გადაცემა, მათ შორის, საინფორმაციო გამოშვებები - ‘’ცისკარას დღის ცხელ-ცხელი’’. ასევე არის სტუდიური გადაცემები და ქუჩის სიუჟეტები, გვაქვს რუბრიკა ‘’მათქმევინეთ’’ (შეგიძლიათ იხ. საპილოტე გადაცემები) და ა.შ.  ასევე გვაქვს პროექტი ‘’ზღაპარ იყო’’, რომელსაც აქვს საინტერესო მიმართულება, კერძოდ: ბავშვები კითხულობენ ზღაპარს და მერე თვითონ ანხორციელებენ ზღაპრის გმირებს... „საბავშვო ტელევიზია ცისკარა “ მაყურებლის წინაშე წარსდგება ყველა საინტერესო და ღირებული გადაცემებით, იმ თემებითა და აქტუალური საკითხებით, რომელიც ბავშვებს (და არა მარტო მათ) აღელვებთ და აინტერესებთ.

მოკლედ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამჟამად გვაქვს საპილოტედ მომზადებული და ჩაწერილი გადაცემები და ატვირთული ჩვენს ვებ-საიტზე: pktv.ge . მსურველს შეუძლია იხილოს ეს გადაცემები. ვფიქრობ, თავისი შინაარსითა და სტილით, ჟანრებით, ეს გადაცემები მაყურებლისთვის საკმაოდ შემეცნებითი  და მიმზიდველია.

როგორც ნახეთ, ჩვენ წარმოგიდგინეთ ტელეკომპანია PKTV-ის მოკლე კონცეფცია და გთხოვთ, გულისყურით გაეცნოთ ჩვენს მუშაობას და ვიმედოვნებ, რომ, საზოგადოება, ჩვენი მაყურებელი თუ მკითხველი დაინტერესდება ჩვენი, ანუ მაყურებლის ერთგული ტელეკომპანიის  პროექტებით და მოგვეხმარება (რეკლამების ჩადებით, საფიარო თუ კომერციული მასალების გამოქვეყნებით (სარეკლამო-საფიარო პრაის-ლისტით გათვლილი ხარჯთაღრიცხვით) თუ სხვადასხვა ტექ. საშუალებებით) ჩვენი ტელევიზიის განვითარებასა და დახვეწაში, ასევე  ტელეკომპანია PKTV-თან არსებული საბავშვო ტელე-სტუდია ‘’ცისკარას“ დახვეწასა და განვითარებაში, გარკვეული გადაცემების, პროგრამებისა თუ პროექტების დაფინანსებისა თუ მხარდაჭერის ფორმით. ამის სანაცვლოდ, ჩვენი ტელეკომპანიის სარეკლამო სამსახური იმუშავებს თქვენს რეკლამირებასა თუ ფიარზე (ბარტერი).

გვიყურეთ ჩვენ და იყავით ჩვენი PKTV-ს ერთგული მაყურებელი, რადგან ჩვენი ტელეკომპანია, რომელიც 2016 წლის 01 აპრილიდან იწყებს მაუწყებლობას, არავისგან ფინანსდება და არც არავის სახელისუფლებო თუ პარტიულ კუთვნილებას არ წარმოვადგენთ, არც გრანტებით ვფინანსდებით და არც უცხოეთიდან. გთხოვთ, ყოველივე აღნიშნული მიიღოთ მხედველობაში.

Disclaimer: LiveTV is a completely legal platform that provides links to other websites on the Internet which allow embedded features like YouTube, Twitch, Dailymotion, and more. We do not host or upload any video or media files on our platform. LiveTV is not responsible for the legality of the content available on other linked sites. In case of any legal issues, we recommend that you contact the appropriate media file owners/hosters directly.

Review & Rating

0
There are no reviews yet
5
0
4
0
3
0
2
0
1
0

What do you think of it?

Please let us know how we did with your support request. All feedback is appreciated to help us improve our offering!

* This field is required.

Status
Report this stream as

If you believe this channel violates your intellectual property rights, please file an intellectual property infringement report. Find out more.

Sharecancel